ბუზოღლი (ქალიშვილობის გვარი აბაშიძე) ნადეჟდა ივანეს ასული (20. VIII. 1888, ქუთაისი, – 20. II. 1976, თბილისი), პედაგოგ-ვოკალისტი. პროფესორი (1963), საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1960).
სწავლობდა ქუთ. ქალთა გიმნაზიაში. 1927 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (პედაგოგ გ. კირილოვას კლასი). 1938–44 მუშაობდა თბილ. I სამუსიკო სასწავლებელში სოლო სიმღერის პედაგოგად, 1944-იდან – თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ.-კონსერვატორიაში. მისი მოწაფეები იყვნენ: ლ. გოგლიჩიძე, ე. აფხაზავა, გ. გაჩეჩილაძე, ნ. ქაჯაია, ნ. მიქელაძე, ა. გიგოლაშვილი და სხვ.
ბ. ავტორია მეთოდურ-პედ. ხასიათის ნაშრომისა „ქართული რომანსის გამოყენება მომღერალთა ეროვნული კადრების აღზრდის საქმეში“ (თბილისი, 1959, რუს. ენაზე).
აღსანიშნავია, რომ ბ-ს მიუძღვნა ზ. ფალიაშვილმა ოპერები „დაისი“ და „ლატავრა“, რომანსები „რისთვის მიყვარხარ“ (ი. ჭავჭავაძის ლექსზე), „ნანა“ (ი. ჭავჭავაძის ლექსზე), პრელუდია და ფუგა ფორტეპიანოსათვის.
ნ. ლორია