ბუიონი (Bouillon) ჟორჟ (25. VI. 1915, ქ. ანჟე, ბელგია, – V. 2001), ბელგიელი მწერალი. მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. რედაქტორობდა ლიტ. ჟურნ. „ლა დრიადს“.
სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს ქართვ. მწერლებსა და მეცნიერებზე. ბ. სამჯერ იყო საქართველოში. აღსანიშნავია მისი წიგნი „ოქროს საწმისის ქვეყანაში“, რ-იც გამოიცა 1978 ბრიუსელში და ეძღვნება ქართ. ლიტ-რის საკითხებს ძვ. დროიდან დღემდე. უცხოურ ჟურნალებში დაბეჭდილია მისი სტატიები „საქართველოს ენა, პროზა და პოეზია“ (1980, რეცენზია შ. ძიძგურის წიგნზე „ქარული ენა“, რ-იც გამოვიდა ფრანგულად), „სიბრძნე სიცურისა“ (1979, რეცენზია გ. ბუაჩიძის ფრანგ. თარგმანთან დაკავშირებით), „გრიგოლ აბაშიძე – ქართველი პოეტი“ (1978), „ქართული პოეზიის ანთოლოგია“ (1983, რეცენზია ს. წულაძის თარგმანზე), «კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატ კონსტანტინეს მარჯვენა“» (1981), «ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონი“» (1983), „ბასკები და ქართველები“ (რეცენზია შ. ძიძიგურის წიგნზე, 1984) და სხვ.
ლიტ.: ბ უ ა ჩ ი ძ ე გ., ოქროს საწმისის ქვეყანაში, «ლიტერატურული საქართველო», 1978, 7 ივლ.; თ უ რ ნ ა ვ ა ს., ქართული მწერლობის დიდი მეგობარი, «საუნჯე», 1987, № 2.
ს. თურნავა