ბუიშვილი ლევან ლავრენტის ძე ( 24. IV. 1933, ვორონეჟი, – 25. VII. 1996, თბილისი), ფიზიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1993; წ.-კორ. 1983). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1969), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985).
დაამთავრა თსუ (1956). 1959–62 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფიზ. ინ-ტში, 1962–66 – საქართვ. მეცნ. აკად. კიბერნეტიკის ინ-ტში, 1966–73 – ნახევრადგამტარული ხელსაწყოების ფიზიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1973-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფიზ. ინ-ტში და თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტზე. ბ-ის შრომები ძირთადად ეხება პარამაგნ. სპინური სისტემის სტატისტ. თეორიას. მყარი სხეულების მაგნ. რეზონანსის თეორიაში შრომათა ციკლისათვის მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1977, გ. ხუციშვილთან ერთად).
თხზ.: К квантово-статистической теории динамической поляризации ядер, «Журнал экспериментальной и теоретической физики», 1965, т. 49, в. 6 (12); Статистическая теория ядерной спиновой диффузии, «Физика твердого тела», 1965, т. 7, в. 3 (თანაავტ. Д. Н. Зубарев); Применение метода усреднения в задачах ядерного магнитного резонанса высокого разрешения в твердых телах. «Журнал экспериментальной и теоретической физики», 1979, т. 77, в. 6 (12) (თანაავტ. М. П. Менабде).
მ. გელიტაშვილი