ბუკია ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (დ. 10. VIII. 1949, თბილისი), პოლიციის გენერალ-მაიორი (2000). 1970 დაამთავრა საქართვ. სახელმწ. ფიზკულტ. ინ-ტი. ამავე წელს მუშაობა დაიწყო ამიერკავკ. რკინიგზის სპორტ. საზ-ბა „ლოკომოტივში“ მწვრთნელად. 1977-იდან მუშაობდა შს ორგანოებში. 1987–90 იყო ხობის, 1990–94 კი – მცხეთის შს რაიონული განყ-ბის უფროსის მოადგილე, 1994 – გარდაბნის, შემდეგ მცხეთის შს რაიონული განყ-ბის უფროსი, 1995–97 – შს სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს, შემდეგ – მთ. სამმართველოს უფროსი.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1999).
ლ. დოლიძე