ბუკია თინათინ შალვას ასული (დ. 16 X.1938, თბილისი), ლაბორატორიული მედიცინა; მედ. მეცნ. დოქტორი (2002), პროფესორი (1993).
1962 დაამთავრა თსსი. 1962–1979 მუშაობდა თბილისის, აკად. კ. ერისთავის სახ. ექსპერ. და კლინ. ქირურგიის ინ-ტში თავდაპირველად უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1979–2006 – თბილ. სახელმწ. სამედ. აკადემიის კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის კათედრაზე დოცენტად (1979–1986), კათედრის გამგედ (1986–2006).
2003-იდან იყო სარეზიდენტო პროგრამა ,,ლაბორატორიული მედიცინის“ პროგრამდირექტორი, 2004, 2006, 2009, 2019 – თსსუ-ის ლაბორ. საქმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.
2010-იდან დღემდე არის შპს ქართულ-ავსტრიული კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, 2011-იდან – თსსუ-ის გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკის ცენტრ. დიაგნოსტიკური ლაბორატორიის კონსულტანტი.
2017 მიენიჭა ემერიტუსის წოდება.
ბ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი (მ. შ. 3 მონოგრაფიაა), რ-იც ეხება ჰემატოლოგიის აქტუალურ საკითხებს.