ბუკიოტი, ომიდი (Algolius funereus), ფრინველი ბუსნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდ. ამერიკაში.
საქართველოში მცირერიცხოვანი და იშვიათია. გვხვდება წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ანთროპომორფულ ლანდშაფტში. ვერტიკალურად 1200 მ აღწევს. მისი სხეულის სიგრძეა 21–27 სმ, მასა 120–190 გ. თავი მრგვალი აქვს, „უყურებო“; სხეული ზემოდან ყავისფერია, დიდი თეთრი კოპლები აყრია, ქვემოდან თეთრია, გასწვრივ მურა ზოლები გასდევს; თვალები ყვითელი აქვს. ბუდობს ხის ფუღუროში ან სხვა ფრინველის მიტოვებულ ბუდეში. აპრ-ში დედალი დებს 4–6 კვერცხს, რ-თა ინკუბაცია 1 თვემდე გრძელდება. იკვებება მღრღნელებით, პატარ-პატარა ფრინველებით.
რ. ჟორდანია