ბუკრეტოვი ნიკოლოზ ადრიანეს ძე [25. III. (6. IV.) 1876, თბილისი, – 8. V.1930, ნიუ-იორკი], რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, წარმოშობით თბილ. გუბერნიის ებრაელთა თემიდან.
დაამთავრა თბილ. რეალური სასწავლებელი, მოსკ. ქვეით იუნკერთა სასწავლებელი, გენ. შტაბის აკადემია I თანრიგით (1903). 1911–14 ასწავლიდა თბილ. სამხ. სასწავლებელში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1916-იდან მეთაურობდა ყუბანის პლასტუნთა მე-2 ბრიგადას, 1917–18 იყო ჯარების სარდალი და მთავრობის წევრი. 1918 სამსახურიდან გადადგა. მოხალისეთა არმიის მიერ ყუბანის დაკავების შემდეგ, 1919 ყუბანის რადამ ატამანად აირჩია. 1920-იდან ემიგრაციაში წავიდა.
დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ანას სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
მ. გოგიტიძე