ბულანჩოსწვერი

ბულანჩოსწვერი, მთა თელავის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, აბანოს უღელტეხილთან, მდ-ების თუშეთის ალაზნისა და სტორის (ალაზნის მარცხ. შენაკადი) შენაკადთა სათავეში. სიმაღლე 3256 მ.

აგებულია ქვედაიურული კვარციანი ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. აქვს კლდოვანი რელიეფი, განიცდის ინტენს. დენუდაციას. კალთები შემოსილია ალპ. და სუბალპ. მდელოებით.

გ. დევდარიანი