ბულგაკოვი ანდრია ალექსის ძე (1913, სოფ. ბელაია, ბელოგლინსკის რ-ნი, კრასნოდარის მხარე, – 22. V. 1967, კორსაკოვი, სახალინის ოლქი), საბჭოთა კავშირის გმირი (22. II. 1944), რიგითი ჯარისკაცი, ცხოვრობდა და მუშაობდა გორში.
II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა სამხრეთის ფრონტზე. მდ. დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. ომის შემდეგ მუშაობდა როსტოვის ოლქში.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი