ბულიწყუ

ბულიწყუ (პირველი მაისი), სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ოდიშის დაბლობზე, ურთის სერის სამხრ.-აღმ. ბოლოსთან, მდ. მუნჩიის (ჭურიის ზემო დინება) მარცხ. ნაპირას. პირველი მაისის თემის ცენტრი (სოფლები: ბ., საკვიკვინიო, ჭიხუ). ზ. დ. 20 მ, ხობიდან 4 კმ. 743 ათ. მცხ. (2014).