ბუნაკი ვიქტორ ვალერიანის ძე [10 (22). IX. 1891, მოსკოვი, – 1979], რუსი ანთროპოლოგი, რუს. ანთროპოლ. სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1935), პროფესორი (1925). წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მოსკ. უნ-ტის ანთროპოლ. ინ-ტს და ანთროპოლ. კათედრას. მისი შრომები შეეხება ანთროპოლ. თითქმის ყველა ძირითად დარგს, არის ავტორი რამდენიმე სახელმძღვანელოსი. პირველად მან შეისწავლა კავკასიის ბრინჯაოს ხანის მოსახლეობა, დაადგინა პარალელები წინა აზიის მოსახლეობასთან და შეადგინა კავკასიის მოსახლ. ანთროპოლ. შემადგენლობის ორიგინ. სქემა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Crania armenica, M., 1927 (текст на рус. яз); Черепа железного века из Севанского района Армении, «Русский антропологичкский журнал», 1927, т. 27, в. 3 – 4; Антропологический состав населения Кавказа, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1946, ტ. 13 А; Древнейшие краниологические типы Передней Азии, «Краткие сообщения Ин-та этнографии», 1947, т. 2.
მ. აბდუშელიშვილი