ბოლოკი

ბოლოკი (Raphanus sativus), ორწლოვანი ბოსტნეული ძირხვენა მცენარე კომბოსტოსნაირთა (ჯვაროსანთა) ოჯახისა. ძირხვენა მსხვილია, მისი მასაა 200 გ-იდან 4 – 5 კგ-მდე, ფორმით მომრგვალო-მოგრძო-კონუსისებრია, კანი თეთრი, შავი, რუხი, ყვითელი, იისფერი ან ღია წითელი აქვს. ბ. შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს, უჯრედისს, ნაცარს, C ვიტამინსა და ფერმენტებს. საქართველოში დარაიონებული ჯიშებია: „ზამთრის თეთრი“, „ზამთრის შავი“, „ჩინური ადგილობრივი“.

ბ-ს მრავალი კულტ. სახესხვაობა აქვს, ერთ-ერთი მათგანია თვის ბოლოკი.

მოსავალი 200 – 300 ც/ჰა (ზოგჯერ 500 ც-მდე).