ბოლოკოური

ბოლოკოური, მთა ბაღდათის მუნიციპალიტეში, მდ. ხანისწყლის ზემო დინებისა და მისი მარცხ. შენაკადის – ქერშავეთის წყალგამყოფზე (მესხეთის ქედის ჩრდ. განშტოება).

სიმაღლე 2312 მ. აგებულია პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური ქანებით. ბ-ის ჩრდ. ციცაბო კალთა შემოსილია შერეული ტყით, მწვერვალი – სუბალპ. მდელოებით, რ-ებსაც საზაფხულო საძოვრად იყენებენ.

ქ. ჯაყელი