ბოლოკურა (Raphanus raphanistrum), ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა.
აქვს 20–70 სმ სიმაღლის დატოტვილი ღერო, ჩანგისებრ-ფრთისებრ განკვეთილი ქვედა ფოთლები და მოგრძო ხაზური ზედა ფოთლები, მკრთალი ყვითელი ან მოთეთრო იისფერძარღვებიანი ყვავილები.
საქართველოში მისი გავრცელების არეალი მეტად შეზღუდულია – იზრდება მთიულეთში – გუდაურის მახლობლად. საქართველოს გარეთ გავრცელებულია იმიერკავკასიაში, ამიერკავკასიაში – აზერბაიჯანსა და სომხეთში, შუა და აღმ. ევროპაში, მცირე აზიაში. ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში.
ლ. ხინთიბიძე