ბოლქვაძე აბესა (გ. IX. 1841), გურიის აჯანყების (1841) ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საბატონო აზნაური.
ბ-ის ხელმძღვანელობით აჯანყებულთა ერთმა რაზმმა 9 აგვ. დაამარცხა აჯანყების ჩასახშობად გაგზავნილი პოლკ. ბრუსილოვის ჯარის ნაწილი. იმავე საღამოს გამარჯვებულთა ერთი ჯგუფი თავს დაესხა ჩოლოქის საგუშაგოს, მეორე – გურიანთისაკენ მიმავალ ტრანსპორტს. ამ ბრძოლაში გამარჯვებამ ხელი შეუწყო აჯანყების გაფართოებას. 20 – 23 აგვ. მონაწილეობდა სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის მილიციის წინააღმდეგ ბრძოლაში სოფ. გრიგოლეთთან.
სექტ. დამდეგს ოზურგეთთან ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა.
ლიტ.: ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ი., გლეხთა აჯანყება გურიაში 1841 წელს, ბათ., 1956; ხ ა ჭ ა პ უ რ ი ძ ე გ., გურიის აჯანყება 1841 წელს, ტფ., 1931.
ი. სიხარულიძე