ბოლქვაძე იოთამ, გურიის აჯანყების (1819–20) აქტიური მონაწილე. 1820 წ. 13 აპრ. შემოქმედის მონასტერთან მოკლა აჯანყების ჩასახშობად ჩასული იმერეთის მმართველი პოლკ. პუზირევსკი.
ბ. შეიპყრეს, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.
მის გმირობაზე შეიქმნა ხალხ. ბალადა-სიმღერა.
ლიტ.: М а х а р а д з е Н. Б., Востание в Имеретии, 1819 – 1820 гг., «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1942, ნაკვ. 3.
ი. სიხარულიძე