ბოპი ფრანც

ბოპი (Bopp) ფრანც (14. IX. 1791, მაინცი, – 23. X. 1867, ბერლინი), გერმანელი ენათმეცნიერი, ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნ. ერთ-ერთი ფუძემდებელი. ბერლინის უნ-ტის პროფესორი (1821–64), პრუსიის მეცნ. აკად. წევრი (1822).

ბ-ის ფუნდამენტური გამოკვლევაა „შედარებითი გრამატიკა სანკრიტისა, ზენდისა, სომხურისა, ბერძნულისა, ლათინურისა, ლიტვურისა, ძველი სლავურისა, გუთურისა და გერმანულისა“ (ტ. 1–3, 1833–52), სადაც შედარებითი მეთოდი გამოყენებულია ინდოევრ. ენათა მთელი გრამატ. წყობის მიმართ.

ბ. შეეცადა დაემტკიცებინა ინდოევრ. ენებთან მალაიურ-პოლინეზიური (1840), აგრეთვე ქართველური ენების ნათესაობა („ქართულის შესახებ ენათა ნათესაობის თვალსაზრისით“ 1846; 1847 გამოსცა წიგნად – „ინდოევროპულ ენათა ოჯახის კავკასიური წევრები“).

თხზ.: Die kaukasischen Glieder des indoeuropäischen Sprachstammes, B., 1847; Vergleichende Grammatik des Sanskrit, Zend, Armenischen, Griechischen, Lateinischen, Litauischen, Altslavischen, Gothischen und Deutschen, 3. Ausg., Bd. 1–3 B.–P., 1868–71.

ლიტ.: ჩ ი ქ ო ბ ა ვ ა  ა., იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965.

თ. შარაძენიძე