ბოჟური ლუის,-ფელიქს ბარონ დე

ბოჟური ლუის,-ფელიქს ბარონ დე

ბოჟური (Beaujour) ლუის,-ფელიქს ბარონ დე (1765, კალასი, პროვანსი, – 1.VII. 1836, პარიზი), საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და პუბლიცისტი, პერი (1835). საფრ. კონსული ჯერ საბერძნეთში, შემდეგ შვედეთში. 1816-იდან გენ. კონსული სმირნაში (იზმირი), ხოლო 1817-იდან – აღმოსავლეთში ყველა ფრანგ. დაწესებულების გენ. ინსპექტორი.

ბ-ის მრავალი ნაშრომიდან, რ-ებიც მიეძღვნა პოლიტ.-ეკონ. და სამხ. საკითხებს, აღსანიშნავია 1829 გამოცემული „სამხედრო მოგზაურობა ოსმალთა იმპერიაში“, სადაც აღწერს საქართველოს, დაღესტანსა და ჩერქეზეთს, ოსმალთა სასაზღვრო სიმაგრეებს, კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს, ტრანსკავკ. გზებს, ოსმალთა საზღვრებს მდ. მტკვარსა და არაქსზე და სხვ.

თხზ.: Voyage militaire dans I` empire Othoman, ou description de ses frontieres et des ses principales defences, soit naturelles, soit artificielles, t. 1–2, P., 1829.

ლიტ.: П о л и е в к т о в  М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800–1830 гг., Тб., 1946.