ბორა

ბორა (Milvus milvus), ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა.

გავრცელებულია ცენტრ. და სამხრ. ევროპაში, მცირე აზიაში, ჩრდ.-დას. აფრიკაში, ბალტიისპირეთში, კავკასიაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. მისი სხეულის სიგრძეა 58–61 სმ. აქვს ორკაპა ბოლო, გრძელი (47,5–53 სმ) და ფართო ფრთები, რ-თა შლილი 150–170 სმ. ბინადრობს ტყის პირებზე. ბუდეს ხეზე აგებს. ვერტიკალურად ვრცელდება 2400 მ-მდე. აპრილში დებს 2–3 კვერცხს. იკვებება პატარ-პატარა მღრღნელებით (რითაც ერთგვარი სარგებლობა მოაქვს), ხვლიკებით, მწერებით. იშვიათად – შინაური ფრინველებით. ქვესახეობიდან საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი ბ. (M. m. milvus).