ბორის გოდუნოვი (დაახლ. 1552 – 13. IV. 1605), რუსეთის მეფე 1598 წ. 17 თებ-იდან, ძვ. მოსკოველ აზნაურთა გვარის წარმომადგენელი.
მისი მმართველობის წლებში სამეფომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. იგი აგრძელებდა ივანე მრისხანის პოლიტიკას, რ-იც მიმართული იყო ცენტრალიზებული ფეოდ. სახელმწიფოს განმტკიცებისაკენ. ატარებდა ანტიოსმ. პოლიტიკას. მნიშვნელოვნად განიმტკიცა პოზიციები კავკასიაში, რაც კახეთის სამეფოსთან მჭიდრო კავშირს ემყარებოდა.
1585 კახეთს ეწვია ბ. გ-ის მოხელე რ. დანილოვი. ალექსანდრე II კახთა მეფემ პასუხად ელჩები გაგზავნა მოსკოვს.
1587 დაიდო მოსკოვ-კახეთის მფარველობითი ხელშეკრულება. მოსკ. მთავრობამ თერგსა და ყოისუზე ციხეები ააგო, ხოლო 1592, 1594, 1604 მოსკ. ჯარი, ხელშეკრულებისა და კახეთის მეფეთა თხოვნის თანახმად, დაღესტნელთა წინააღმდეგ იბრძოდა. ბ. გ. უეცრად გარდაიცვალა ცრუდიმიტრი I-თან ბრძოლის პერიოდში.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI–XVII საუკუნეთა მიჯნაზე, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967.