კიდეგანისმაღალი

კიდეგანისმაღალი, მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტში, კიდეგანის ქედზე, მდინარეების – ახიელისწყლის, შანისა და ხანკოლის სათავეებში, საჯიხვისღელისა და სახარისღელის უღელტეხილებს შორის. სიმაღლე 4262 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. დას. და აღმ. კალთებზე მყინვარებია. ხასიათდება მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტით. კ-ზე პირველად ავიდნენ 1936, მეორედ – 1943 ა. (ალიოშა) ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.

ლ. მარუაშვილი