გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი

გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი ვეკუა ილია|ი. ვეკუას სახელობისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. 1966 ი. ვეკუას ინიციატივით თსუ-ში 1960-იდან არსებული ელექტრონული გამოთვლითი მანქანების ლაბორატორიის (ხელმძღვ. მიქელაძე შალვა|შ. მიქელაძე) ბაზაზე შეიქმნა გამოყენებითი მათ. სამეცნ.-კვლ. პრობლემური ლაბორატორია, რ-იც 1968 გადაკეთდა თსუ გ. მ. ი-ად (1978 მიენიჭა ი. ვეკუას სახელი). 1968–77 წლებში ინ-ტის დირექტორი და სამეცნ. ხელმძღვანელი იყო ი. ვეკუა, 1979–83 – ბიწაძე ანდრია|ა. ბიწაძე, ხოლო 1986-იდან ინ-ტის დირექტორია ფიზიკა-მათ. დოქტორი, პროფ. დ. გორდეზიანი.

თავისი არსებობის მანძილზე გ. მ. ი-ში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულიანი დიფერენც. განტოლებებისა და ინტეგრ. და ინტეგრ.-დიფერენც. განტოლებების როგორც თვისებრივი თეორ. საკითხების ინტენს. კვლევისას, ისე ამ განტოლებათა ამოხსნის მეთოდების დამუშავებისას დრეკადობის თეორიის, გარსთა თეორიის, მეტეოროლოგიის, პლაზმის ფიზ., აირთა დინამ., გამოსხივებათა გადატანის თეორიის აქტუალური გამოყენებითი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით. ამ შედეგების რიცხვითი რეალიზაციის აუცილებლობამ თავისთავად მოითხოვა გამოთვლითი მათ. მეთოდების შემდგომი დამუშავება, მძლავრი კომპიუტერული ბაზის შექმნა, მისი პროგრამული უზრუნველყოფა და მუდმივი სრულყოფა. გ. მ. ი-ის კომპიუტერული პარკი აღჭურვილია ისეთი მანქანებით, როგორიცაა ეს-1061, ეს-1033, ბესმ-6, ბესმ-67.

გ. მ. ი-ში მოქმედებს სამეცნ. და სამეცნ.-სასწავლო სემინარები. გაერთ. საინსტიტუტო სემინარი, რ-იც ი. ვეკუამ დააარსა, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. აქ მიღებული ძირითადი შედეგები ქვეყნდება ინ-ტის გამოცემებში; „თსუ ილია ვეკუას სახელობის გ. მ. ი. სემინარის მოხსენებები“ და ინ-ტის „შრომებში“. გ. მ. ი-ის თანამშრომლების ნაშრომები ქვეყნდება აგრეთვე რესპ. და უცხოურ სამეცნ. ჟურნალებში, გამოიცემა მონოგრაფიების სახით.

გ. მ. ი. სხვადასხვა დროს იყო მრავალი სამეცნ. ღონისძიების ორგანიზატორი, მ. შ. 1978 თბილისში ჩატარებული თეორიული და გამოყენებითი მექან. საერთაშ. კავშირის მესამე სიმპოზიუმისა გარსთა თეორიაში, უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით 1982 ჩატარებული საკავშ. სიმპოზიუმისა („კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები და მათი გამოყენები“), აგრეთვე უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით 1987 ჩატარებული საკავშ. სიმპოზიუმისა („მათემატიკური ფიზიკის თანამედროვე პრობლემები“).

გ. მ. ი-ს დამყარებული აქვს სამეცნ. ურთიერთობა (ორმხრივი თუ მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე) უცხოეთის წამყვან სამეცნ. ცენტრებთან.

გ. მ. ი-ს აქვს სამეცნ. ბიბლიოთეკა (40 ათ-მდე დასახელების დაცვითი ერთეული).

ნ. ავაზაშვილი

დ. გორდეზიანი