გამოცანების თეატრი

გამოცანების თეატრი, ქართული სახიობის ჟანრი. აღმოცენდა გამოცანის ამოხსნის ხალხ. სანახაობიდან, რ-შიც მონაწილეობდნენ მთქმელი (მთხზველი) და გამომცნობელი. შემდგომში იგი სახიობის ჟანრად იქცა და პროფ. მსახიობები ასრულებდნენ. გ. თ-ის წარმოდგენის აღწერილობა შემონახულია XVII ს. ქართ. პოემაში „სიბილაიანი“.

გ. თ-მა XIX ს. 80-იან წლებამდე მოაღწია „ნაღლის“ სახელწოდებით. ამბავს გალექსავდნენ, შემდეგ სხვადასხვა ხმასა და კილოს შეურჩევდნენ და დაკითხვა-მიგებით წარმოადგენდნენ.

ლიტ.: გრიშაშვილი ი., ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, თხზ. კრ. ხუთ ტომად, ტ. 3, თბ., 1963; კეკელძე კ., გართობა-სანახაობათა ისტორიისათვის ძველს საქართველოში, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 2, თბ., 1945; ჯანელიძე დ., ქართული თეატრის ხალხური საწყისები, წგ. 1, თბ., 1948.

დ. ჯანელიძე