გამრეკელი ბარბარე ალექსანდრეს ასული

გამრეკელი ბარბარე (ბაბო) ალექსანდრეს ასული [22. V (3. VI). 1893, ქუთაისი, – 15. X. 1970, თბილისი], მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი. (1955). კ. მარჯანიშვილის მოწაფე. 1911 დაამთავრა მოსკ. ქალთა გიმნაზია, შემდეგ კი – დრამ. კურსები. 1913–14 მსახიობად მუშაობდა მოსკოვში კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ „თავისუფალ თეატრში“. 1915-იდან თბილ. კონსერვატორიაში სწავლობდა ვოკალურ ფაკ-ტზე. 1917-იდან მუშაობდა ქუთ. თეატრში. 1920 დაამთავრა გ. ჯაბადარის სტუდია. იმავე წლიდან მოღვაწეობდა თბილ. სახელმწ. დრამისა (1921-იდან შოთა რუსთაველის სახ.) და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში. 1930-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. დრამ. თეატრის მსახიობი. პარალელურად მუშაობდა ამავე თეატრთან არსებული დრამ. სტუდიის სასწ. ნაწილის გამგედ, ხოლო 1958-იდან – თეატრის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის გამგედ. გ-ის მიერ სხვადასხვა თეატრში ნათამაშები როლებიდან აღსანიშნავია: ფაიხოში (დ. ერისთავის „სამშობლო“), კოლომბინა (ხ. ბენავენტეს „ინტერესთა თამაში“), ისახარ (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ოფელია (უ. შექსპირის „ჰამლეტი“), ჰანელე (გ. ჰაუპტმანის „ჰანელე“). მარეხი (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), ცაბუ (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“), ქალიჯანი (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია“), აგრაფინა (შ. დადიანის „გუშინდელნი“) და სხვ.

შ. ცუცქირიძე