გამრეკელი ვასილ გრიგოლის ძე

გამრეკელი ვასილ გრიგოლის ძე (1. I. 1839 – 27. X. 1916, ახალციხე), ექიმი და საზოგადო მოღვაწე. 1864 დაამთავრა მოსკ. უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. ექიმად მუშაობდა ჯერ რაჭისა და ოზურგეთის მაზრებში, 1875-იდან კი – ახალციხეში, სადაც მისი თაოსნობით გაიხსნა ქართ. ბ-კა და ქალთა სკოლა. გ-მა საკუთარი სახსრებით დააწესა ოთხი სტიპენდია უმაღლეს სამედ. სასწავლებელში მოსწავლე სხვადასხვა ეროვნების ახალციხელი ახალგაზრდებისათვის. იყო კავკასიის სამედ. საზ-ბის წევრი. აქვეყნებდა სამედ. ხასიათის შრომებს კავკ. სამედ. საზ-ბის შრომათა კრებულებში და პერიოდულ პრესაში.