გამსახურდია ავქსენტი ალექსანდრეს ძე

გამსახურდია ავქსენტი ალექსანდრეს ძე (26. XII. 1927, თბილისი, – V. 2007იქვე), რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1962). 1944–48 სწავლობდა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტზე. 1950 დაამთავრა მოსკ. ა. ლუნაჩარსკის სახ. სახელმწ. თეატრ. ხელოვნ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი. 1950–52 დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა სოხუმის ს. ჭანბას სახ. სახელმწ. დრამ. თეატრში (ქართ. დასი), 1952–53 – მთავარ რეჟისორად ფოთის, 1958–64 – თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში, 1964-იდან რეჟისორად – მოსკ. ცენტრ. საბავშვო აკად., მოსკ. მოზარდ მაყურებელთა, ვ. მაიაკოვსკის სახ. აკად. სახელმწ. თეატრებში. 1967–76 მოსკ. თოჯინების სახელმწ. თეატრის მთავარი რეჟისორი იყო.

მნიშვნელოვანი დადგმები: ო. უაილდის „ვარსკვლავბიჭუნა“ – თბილ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში; ვ. გოგოლაშვილის „წეროები“ – მოსკ. ცენტრ. საბავშვო აკად. თეატრში; ჰ. ლის „ნუ მოკლავთ მგალობელ ჩიტს“ – მოსკ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში; ჰ. ლოვინესკუს „და ჩამოვარდა ვარსკვლავი“–მოსკ. ვ. მაიკოვსკის სახ. თეატრში; ვ. პლაჩინსკაიტეს „მე დავეწევი ზაფხულს“ – მოსკ. თოჯინების თეატრში; ჰ. იბსენის „გარეული იხვი“ – მოსკ. ნ. გოგოლის სახ. თეატრში.

1953–55 და 1982-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. და კინოხელოვნ. ინ-ტში, პროფესორი (1990). 1990–97 პრორექტორი.

შ. ცუცქირიძე