გამსახურდია გრიგოლ კაჟნას ძე

გამსახურდია გრიგოლ კაჟნას ძე (30. XI. 1911, სოფ. დიხაზურგა ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1973). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1986). დაამთავრა თსუ (1936). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. დაბრუნების შემდეგ იყო პარტიის თბილ. საბურთალოს რაიკომის პროპაგანდა-აგიტაციის განყ-ბის გამგე (1951 – 52), შემდეგ – თსუ-ის სკკპ ისტ. კათედრის დოცენტი, პროფესორი. მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.

ზ. კრიხელი