გამსახურდია რომან სერგოს ძე

გამსახურდია რომან სერგოს ძე (19. II. 1860, სოფ. დარჩელი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, – 29. IX. 1939, თბილისი), ცირკის მოღვაწე, საქართველოში საცირკო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1938). ცირკში მუშაობა დაიწყო 1882 ადმინისტრატორად. 1897–1916 იყო ძმები ნიკიტინების ცირკის მმართველი. 1917-იდან – ვარშავისა და სამარის ცირკების მთავარი ადმინისტრატორი, 1926–30 – ოდესის, ტულის, ეკატერინბურგისა და ყაზანის ცირკების დირექტორი. 1930–39 – თბილ. ცირკის დირექტორი. ხელმძღვანელობდა ცირკის ახ. შენობის მშენებლობას. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართ. საცირკო ხელოვნების განვითარებაში, ორიგინ. ნომრების შექმნაში. ცირკში მუშაობდა მისი სამი ქალიშვილიც – ვალენტინა, კლარა და თამარი.

ა. გვენცაძე