გამყრელიძე ანთიმოზ ევდოკიმეს ძე

გამყრელიძე ანთიმოზ ევდოკიმეს ძე (1851, სოფ. უწერა, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 1894, იქვე), ხალხოსან-რევოლუციონერი, სრულიად რუს. სოციალ.-რევ. ორგანიზაციის (სრსრო) აქტ. წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1865 შევიდა ქუთ. გიმნაზიაში, 1872 კი – პეტერბ. სამედ.-ქირურგ. აკადემიაში. სტუდენტობის წლებში ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში. 1875 დამდეგს გადავიდა მოსკოვში და სრსრო-ის ხელმძღვანელ ცენტრში – ადმინისტრაციაში მუშაობდა. კავშირი დაამყარა საქართველოსა და აზერბაიჯანში მომუშავე ხალხოსნებთან. 1875 დაქორწინდა რევოლუციონერ ე. თუმანოვაზე. მზითვად მიღებული ფული გადასცა სრსრო-ის სალაროს. ჯაბადარი ივანე|ი. ჯაბადარის დაპატიმრების შემდეგ გ. სრსრო-ის მთავარი ხელმძღვანელი გახდა, წარმართავდა ივანოვო-ვოზნესენსკში, მოსკოვსა და სხვა ქ-ებში პროპაგანდისტულ მუშაობას. 1875 წ. 11 აგვ. დააპატიმრეს მოსკოვში. უპოვეს 300-მდე ეგზემპლარი აკრძალული წიგნი. გაასამართლეს ე. წ. „50-ის“ პროცესზე. 1877 წ. 14 მარტის განაჩენით 5 წლით კატორღა მიუსაჯეს. საკასაციო დეპარტამენტმა კატორღა შეუცვალა ირკუტსკის გუბერნიაში გადასახლებით. გადაიყვანეს ქ. ტომსკში. აქ რევ. აგიტაციას ეწეოდა გიმნაზიის მოსწავლეებში. ამიტომ 1889 სამშობლოში დაბრუნებული გ. კვლავ გააციმბირეს. 1894 მძიმე ავადმყოფი დაბრუნდა სამშობლოში, იმავე წელს გარდაიცვალა.

ლიტ.: შველიძე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოშ, თბ., 1960.

ზ. შველიძე