გამყრელიძე ერეკლე პეტრეს ძე

ე. გამყრელიძე

გამყრელიძე ერეკლე პეტრეს ძე (8. V. 1933, თბილისი), გეოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1988; წ.-კორ. – 1983). გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1984). 1956 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამთო-გეოლ. ფაკ-ტი. 1956–57 მუშაობდა საქართვ. ფერადი ლითონების საძიებო ტრესტში, 1957–58 – თსუ-ში, 1958-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში (1975-იდან ტექტონიკის, 1986-იდან – რეგიონული გეოლ., ტექტონ. და სეისმოტექტონ. განყ-ბის გამგე). 1988-იდან საქართვ. მეცნ. აკად. დედამიწის შემსწავლელ მეცნ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანია. 1970-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს ტექ. უნ-ტში. გ-ის შრომები ეხება რეგიონულ გეოლოგიას (მოიცავს საქართველოს და მთელ კავკასიას, აგრეთვე მომიჯნავე ტერიტორიებს), დეტალური სტრუქტურული ანალიზის მეთოდებს, პლანეტური ნაპრალოვნების კვლევას, ტექტონ. სტრუქტურების (მ. შ. შარიაჟების) წარმოშობის საკითხებს, გეოდინამიკისა და ზოგადი ტექტოგენეზისის პრობლემებს. თანაავტორია რამდენიმე ტექტონ. რუკისა. მისმა გამოკვლევებმა ნაპრალოვან ტექტონიკაში დეტალურ გეოლ. აგეგმვასთან ერთად მნიშვნელოვნად დააზუსტა საქართვ. მინერ. წყლების საბადოთა და ნავთობ-აირიანი რ-ნების გეოლ. აგებულების საკითხები. 1976–79 იყო საერთაშ. პლანეტოლოგიური ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, 1976–89–სოციალ. ქვეყნების აკადემიების მრავალმხრივი თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი; 1976-იდან არის საერთაშ. ტექტონ. რუკის კომისიის ბიუროს წევრი. საქართვ. მეცნ. აკად. ა. ჯანელიძის სახ. პრემია (1986). 1984-იდან ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნ. საბჭოს წევრი.

თხზ.: რაჭა-ლეჩხუმის სინკლინის ჩრდილო ფრთის აგებულება, თბ., 1966; Планетарная трещиноватость дислоцированных толщ и связанные с нею явления, «Геотектоника», 1972, № 6; Механизм Формирования тектонических структур (на примере Аджаро-Триалетской зоны) и некоторые общие проблемы тектогенеза, Тб., 1976; Тектонические покровы Южного склона Большого Кавказа (в пределах Грузии), Тб., 1977 (თანაავტ. П. Гамкрелидзе); Геология центральной Аджаро-Триалети и проблема Боржомской минеральной воды; Тб., 1984 (თანაავტ. Г. Лобжанидзе); Тектоническое строение и альпийская геодинамика Кавказа, წგ., Тектоника и металлогения Кавказа, Тб., 1984; Geodynamic evolution of the Caucasus and adjacent areas in Alpine time, «Tectonophysics», Amsterdam, 1986, v. 127; Tectonic nappes and horizontal layering of the Earth’s crust in the Mediterrnean belt (Carpathians, Balkanides and Caucasus), იქვე, 1991. V. 196.

ვ. ჯავრიშვილი