გამხიტაშვილი ივანე

გამხიტაშვილი ივანე (13.VII. 1973, სამთავისი, კასპი – XII. 1999, აღაიანი, კასპი) სპორტსმენი (სამბისტი). ევროპის ჩემპიონი (1999), ოთხგზის მეორე (1993–1996) და ორგზის მესამე პრიზიორი (1997, 1998). მსოფლიოს თასის მფლობელი (1999). მსოფლიოს ჩემპიონატების ხუთგზის მეორე (1991, 1995–1998) და ორგზის მესამე პრიზიორი (1993, 1994). მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1989). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992). საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1994). საქართველოს სამბოს ფედერაციამ XX ს. საუკეთესო ქართველ სამბისტად აღიარა. 1995 წელს დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.