განათლება

განათლება, სისტემატიზებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ათვისების, მსოფლმხედველობისა და რწმენის ჩამოყალიბების ერთობლივი პროცესი და მისი შედეგი.

გ-ის ძირითადი გზაა სწავლება და სწავლა; ძვ. ბერძენი იტორიკოსებისა და გეოგრაფების ჩანაწერები მოწმობს, რომ ანტიკურ საქართველოში იყო „აყვავებული ქალაქები“ შესანიშნავი საზ. შენობებით, „გიმნასიონებით“. ანტ. გ-ის გავრცელებასა და მეცნ. აზრის შემდგომ განვითარებაში დიდი როლი შეასრულა კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა|კოლხეთის უმაღლესმა რიტორიკულმა სკოლამ (III ს. II ნახ.). IV ს-ში ქრისტიანობის სახელმწ. რელიგიად გამოცხადებას თან მოჰყვა ეკლესიებთან სკოლების გახსნა. მაგრამ უცხო დამპყრობელთა შემოსევებმა, განსაკუთრებით კი არაბთა ბატონობამ, დიდი ხნით შეაფერხა ქართ. კულტ. განვითარება. ამ გამაპარტახებელი შემოსევებისა დამპყრობელთა ბატონობის დროს ქართ. კულტურისა და მეცნიერების ცენტრები საქართვ. საზღვრებს გარეთ გადაინაცვლებდა ხოლმე;

აღსანიშნავია V ს. პეტრე იბერის მიერ იერუსალიმში აშენებული მონასტრის ქართველთა სკოლა. ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ივერთა მონასტერმა, პეტრიწონის მონასტერი|პეტრიწონის მონასტერმა (XI ს.), რ-ებმაც დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ფილოს., ლიტ-რის, თარგმანის დარგში, თავისებურად შეამზადეს კიდეც გ-ისა და მეცნიერების დიდი ცენტრების – გელათის აკადემიისა და იყალთოს და იყალთოს აკადემიის დაარსება (XII ს.) უკვე თავად საქართველოში მისი პოლიტ. კეთილდღეობის ჟამს. ამ ეპოქაში შეიქმნა შოთა რუსთაველი|შოთა რუსთველის ვეფხისტყაოსანი – ქართველთა დიდი მისწრაფებებისა და მაღალი იდეალების წიგნი, რ-მაც ბიბლიასთან ერთად უდიდესი როლი შეასრულა ქართული სულის ჩამოყალიბებაში. XIII ს. 20-იანი წლებიდან მოყოლებული ჯერ მონღოლთა ბატონობამ, ხოლო შემდეგ ირანისა და ოსმალეთის დამარბეველმა ლაშქრობებმა დააქვეითა და დასცა კულტურა და გ. საქართველოში. XVII ს. II ნახევრიდან შეიქმნა ერთგვარი პირობები საქართველოს პოლიტ., ეკონ. და კულტ. გამოცოცხლებისათვის. XVIII ს-ში გ-ის საქმე ხელისუფლების მზრუნველობის საგნად იქცა, რამაც სათანადო შედეგი გამოიღო – 1755 გაიხსნა თბილისის სემინარია, 1782 – თელავის სემინარია, რამდენიმე სკოლა, ითარგმნა და შეიქმნა სახელმძღვანელოები. ამ საუკუნის მონაპოვარია ს.-ს ორბელიანისა და გურამიშვილი დავით|დ. გურამიშვილის დიდაქტიკური იდეები, ანტონ I კათოლიკოსის საგანმანათლებლო მოღვაწეობა. საქართველოს რუსეთის იმპერიასთან მიერთების (1801) შემდეგ საქართველოში განათლების საქმე რუსიფიკატორული პოლიტიკის მარწუხებში მოექცა. ახალგახსნილ რუს. ყაიდის სასწავლებლებში სწავლება რუს ენაზე მიმდინარეობდა. 1855 საქართველოში 150-მდე სასწავლებელი იყო, მ. შ. თბილისის პირველი გიმნაზია, ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია და სხვ. 1866 გაიხსნა პირველი პედ. სასწავლებელი – თბილისის სამასწავლებლო სკოლა. 1876 გაიხსნა გორის საოსტატო სემინარია, რ-მაც დიდი როლი შეასრულა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ამიერკავკ. პედ. კადრების მომზადებაში. ქართ. პედაგოგიკის მამამთავარი გოგებაშვილი იაკობ|ი. გოგებაშვილი მთელ თავის ძალასა და ნიჭს ახმარდა სახ. გ-ის საქმეს და მოზარდი თაობის აღზრდას ხალხურობისა და დემოკრატიზმის პრინციპებზე. გოგებაშვილის კლასიკურ სახელმძღვანელოებზე „დედა ენასა“ და „ბუნების კარზე“ აღიზარდა არაერთი თაობა; ი. გოგებაშვილი იყო ინიციატორი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი 1879 დაარსებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა, რ-იც არსებობის 40 წლის მანძილზე სახალხო პროგრ.-დემოკრ. გ-ის ცენტრს წარმოადგენდა. საზ-ბამ და მისმა გამგეობამ დიდი მუშაობა ჩაატარეს სახ. სკოლების გასახსნელად არა მარტო საქართვ. ქ-ებსა და სოფლებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც: ვლადიკავკაზში, ბაქოში, ნალჩიკში და სხვ.; ახ. სახელმძღვანელოებისა და საბავშვო ლიტ-რის შესაქმნელად; ბ-კების, წიგნსაცავ-მუზეუმების დაარსების, წიგნების გამოცემისა და სხვა საშუალებებით მოზრდილთა გ-თვის; საქართველოს მატერ. კულტ. ძეგლების დასაცავად, ისტ. დოკუმენტებისა და ხელნაწერების მოსაპოვებლად და სხვ. მოზარდი თაობის გ-ისა და სწავლების საქმეს, პედ. აზრის განვითარებას არ დაჰკლებია სამოციანელები|სამოციანელთა ყურადღება და მზრუნველობა. ქალთა გ-ისა და უმაღლესი გ-ის საკითხთა თეორ. და პრაქტ. მომზადებაში განსაკუთრებული ამაგი მიუძღვის ჭავჭავაძე ილია|ი. ჭავჭავაძეს. 1914/15 სასწ. წელს საქართველოში არსებობდა ერთკლასიანი (სწავლების ხანგრძლივობა 3 წელი), ორკლასიანი დაწყებითი სასწავლებლები, ქალთა ხუთწლიანი სასწავლებლები, გიმნაზიები (მ. შ. ქართული გიმნაზიები თბილისსა და ქუთაისში), პროგიმნაზიები, რეალური სასწავლებლები, სამასწავლებლო, სას., სამრევლო და სხვ. სასწავლებლები, ერთი კერძო უმაღლესი სასწავლებელი – ქალთა უმაღლესი კურსები. საქართვ. ყველა ტიპის 1648 დაწყ. სკოლაში სწავლობდა 124720 მოსწავლე. სკოლების შენახვის ხარჯების დიდი ნაწილი მოსახლეობას აწვა ტვირთად; დაბალი იყო მასწავლებელთა გ-ის ცენზი; 1914 საქართვ. ოფიც. დაწყ. სკოლების 2679 მასწავლებლიდან უმაღლესი გ. ჰქონდა მხოლოდ 2-ს, საშ. სპეც. მომზადება – 769-ს, საშ. და დაწყ. გ. – დანარჩენ 1908. მძიმე იყო მასწავლებელთა მატერ. მდგომარეობაც. 1917 წ. 1 მაისს გაიხსნა უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელი – თბილისის კონსერვატორია, ქართვ. მეცნიერთა კერძო თაოსნობით 1917 ივლისში – თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1918 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იხ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, საქართველოს რესპუბლიკა, პედაგოგიკა, აგრეთვე სტატიები სპეციალური განათლების შესახებ. მაგ., არქიტექტურული განათლება, ბიოლოგიური განათლება, ფილოლოგიური განათლება და მისთ.