„განათლების მუშაკი“

„განათლების მუშაკი“, ყოველკვირეული გაზეთი, სრულიად საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის ცენტრ. გამგეობის ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1928 დეკ-იდან 1931 მარტამდე. 1931 იანვრიდან იყო აგრეთვე საქართვ. მეცნ. მუშაკთა სექციის ორგანო. რედ. – სარედაქციო კოლეგია, გამომცემელი – განათლების მუშაკთა კავშირი. სულ გამოიცა 98 ნომერი. 1932–38, როგორც „გ. მ-ის“ გაგრძელება, გამოდიოდა „კომუნისტური განათლება“.

ი. ჭკუასელი