დმენისი, სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტის ქსუისის თემში (შიდა ქართლის მხარე), შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. ნაწილში, მდ. პატარა ლიახვის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1000 მ, ერედვიდან 6 კმ, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 14 კმ. 1,3 ათ. მცხ. (1989).
სოფლის განაპირას დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – X ს. I ნახ. ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. სამხრ-იდან და დას-იდან მინაშენები ჰქონდა. ფასადები შემოსილია მუქი წითელი და რუხი ფერის ქვის დიდი კვადრებით.
აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის თავზე მოთავსებულ დიდ ფილაზე გამოსახულია ვაზით გარშემოვლებული ჯვარი.
ლიტ.: М е п и с а ш в и л и Р. С., Ц и н ц а д з е В. Г., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – ШидаКартли, Тб., 1975.