„განთიადი“

„განთიადი“, ყოველკვირეული პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთი, რსდმპ თბილისის გაერთიანებული კომიტეტის ორგანო. პირველი ნომერი გამოვიდა 1906 წ. 5 მარტს. გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი – თ. კიკვაძე. სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ აგრეთვე მ. ცხაკაია, ფ. მახარაძე და სხვ. 1906 წ. 10 მარტს მთავრობის განკარგულებით გაზეთი დაიხურა. შემდეგ „გ-ის“ ნაცვლად გამოდიოდა გაზ. „ელვა“.

გ. ჟვანია