განკანონება

განკანონება, ძველ საქართველოში საეკლესიო სჯულის ან სამონასტრო წესდებულების დამრღვევ სასულიერო თუ საერო პირთა დასჯა საეკლ.-სამონასტრო ხელისუფლების მიერ. დანაშაულისდა მიხედვით არსებობდა სხვადასხვაგვარი სასჯელი – შეგონება, მონანიება, ხარისხ-პატივის აყრა, ეკლესია-მონასტრისაგან განკვეთა-გაძევება, აგრეთვე ზოგი სხეულებრივი და ქონებრივი სასჯელი და სხვ.; ასეთ სასჯელს, კერძოდ ქონებრივს, საკანონო ეწოდებოდა. ზოგი ამ სასჯელთაგანი საერო სასჯელს ემატებოდა.

დ. ფუცელაძე