განმანათლებლობა

განმანათლებლობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმდინარეობა ევროპის ფილოსოფიასა და კულტურის ისტორიაში. ტერმ. „გ.“ პირველად გამოიყენეს ვოლტერმა და ი. გ. ჰერდერმა. ცნობილი განმანათლებლები იყვნენ ვოლტერი, ჟ. ჟ. რუსო, შ. ლ. მონტესკიე, დ'ალამბერი, დ. დიდრო, პ. ა. ჰოლბახი, ი. გ. ჰერდერი, გ. ე. ლესინგი, ფ. შილერი, ი. ვ. გოეთე, ბ. ფრანკლინი, ტ. პეინი, ს. დესნიცკი, ი. პ. კოზელსკი, ხ. აბოვიანი, აბაი კუნანბაევი და სხვ. განმანათლებელთა აზრით, ადამიანის წინაშე მდგომი ყოველი პრობლემა საღი ადამიანური გონების საფუძველზე შეიძლება აიხსნას, აღმოჩენილი ჭეშმარიტების ნათელი და მისაწვდომი გადმოცემა საკმარისია მის განსახორციელებლად. დრომოჭმული საზ. წყობილება, ზნეობა, პოლიტიკა და ყოფა შესაძლებელია შეიცვალოს სიკეთისა და სამართლიანობის იდეებისა და მეცნ. ცოდნის გავრცელებით; ეს ცვლილებები უნდა მოხდეს მშვიდობიანი რეფორმების მეშვეობით.

ქართ. გ-მ განიცადა მნიშვნელოვანი გავლენა ფრანგ. გ-ისა (დავით რექტორი, დავით ბატონიშვილი, იოანე ბატონიშვილი, ამილახვარი ალექსანდრე|ალექსანდრე ამილახვარი), იგრძნობოდა გერმ. გ-ის გავლენაც (ანტონ I კათოლიკოსი). სოლომონ დოდაშვილმა ლოგიკის ისტორიის ასპექტით გაიაზრა განმანათლებელთა როლი და მნიშვნელობა. თანამედროვე ქართ. ფილოსოფიის გამოჩენილ წარმომადგენლებს (ნუცუბიძე შალვა|შ. ნუცუბიძე, მ. გოგიბერიძე, კ. ბაქრაძე) არაერთხელ დაუმუშავებიათ ევრ. გ-ის მდიდარი მემკვიდრეობა.

ლიტ.: ასათიანი ლ., ვოლტერიანობა საქართველოში, ტფ., 1933; ბლაგიძე კ., XVIII ს. ფრანგული მატერიალიზმის ისტორიის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1977; ბუაძე თ., განმანათლებლობა და ქრისტიანობა, „გული გონიერი“, 2015, №11; გაფრინდაშვილი მ., ქართული განმანათლებლობა, თბ., 1966; გოგიბერიძე მ., რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. 2–  მატერიალიზმის და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე, თბ., 1971; კანტი ი., რა არის განმანათლებლობა?, თარგმ., რედ. და ბოლოსიტყვა გ. ზედანიასო, თბ., 2012; მორისი ნ., განმანათლებლობა და რევოლუცია, თარგმ. ე. სუმბათაშვილისა. თბ., 2013; ცანავა რ., განმანათლებლობა ქართულ ლიტერატურაში, წგ.: ქართული ლიტერატურა, ისტორია საერთაშორისო ლიტერატურული პროცესების პრიზმაში, ნაწ. 1, თბ., 2016., Грузинское просветительство, Тб., 1977; Данелиа С., Опит иследования теории кравственности Гельвеция, Тфл., 1922.