განჯალა

განჯალა, სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბალის თემში (კახეთის რეგიონი), ალაზნის ვაკეზე, მდ. კაბალის (ალაზნის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 360 მ, ლაგოდეხიდან 15 კმ. 2,2 ათ. მცხ. (2014).