განჯაფა

განჯაფა, ძველებური ბანქოსებური სათამაშო – მუყაოს, ძვლის ან ხის დასურათებული ფირფიტები. გ-ის თამაში საქართველოში ირანიდან შემოვიდა და გვიანდ. ფეოდ. ხანის აღმ. საქართველოს არისტოკრ. წრეებში გავრცელდა. XIX ს. II ნახევარში უკვე მივიწყებული ჩანს. გ. შეიძინა და 1855 კავკასიის მუზეუმის ეთნოგრ. კაბინეტს გადასცა ქართვ. მწერალმა და ეთნოგრაფმა რაფიელ ერისთავმა.

ლიტ.: ჟორდანია გ., კავკასიური მუზეუმის დაარსება. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის შესწავლისათვის, თბ., 1951.

გ. ჩაჩაშვილი