გარაყანიძე მიხეილ კასიანეს ძე

გარაყანიძე მიხეილ კასიანეს ძე (2. VIII. 1910, თბილისი,–1981, ოდესა), არქიტექტორი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1957), პროფესორი (1959), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966).

დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი არქიტექტორ-მშენებლის სპეციალობით (1938). 1941-მდე მუშაობდა თბილ. საპროექტო ორგანიზაციებში. 1941–45 მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. პედ. მოღვაწეობა დაიწყო 1946-იდან. სწავლობდა და იკვლევდა ხალხ. ხის ხუროთმოძღვრებას, მუშაობდა არიქტ.-სამშენებლო ტერმინოლოგიის საკითხებზე. 1963–64 აქტიურად მონაწილეობდა სსრკ (ახლანდ. რუსეთის) მეცნ. აკად. საცხოვრ. სახლების ტიპიზაციის განყ-ბის ფილიალის შექმნაში, რ-ის ხელმძღვანელადაც დაინიშნა. შემდგომში ამ განყ-ბისა და „ქალაქმშენპროექტის“ ერთ-ერთი განყ-ბის ბაზაზე ჩამოაყალიბა საცხოვრ. სახლებისა და საზ. შენობათა ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილ. ზონალური სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, სადაც დღიდან დაარსებისა 1970-მდე იყო დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში. 1971-იდან გადავიდა ოდესაში, სადაც გარდაცვალებამდე განაგებდა სამშენებლო ინ-ტის არქიტ. კათედრას. ნამუშევრები: საცხოვრ. სახლები წყალტუბოში (1938–40), ჟინვალის დასახლების გენგეგმა (1946), სოფლის ჰიდროელექტროსადგურები (1947–50).

თხზ.: Грузинское деревянное зодчество, М.–Тб., 1959.