გარდაბანი

გარდაბანი, ძველი ქართლის სამეფოს სამხრ.-აღმ. განაპირა პროვინცია – საერისთავო; ცენტრი – ხუნანი. არაბ. წყაროების მიხედვით, ცნობილია აგრეთვე მეორე ცენტრი – ჯარდამანი (გვიანდ. ყიზყალა), რ-იც მდ. ქცია-ხრამის შესართავთან უნდა ყოფილიყო. გ. მოიცავდა ახლანდ. აზერბ. სამხრ.-დას. მხარეს–მდ-ების ძეგამჩაის, თოუზჩაის, აღსთაფაჩაის აუზებს და ახლანდ. საქართველოში მდ-ების ქცია-ხრამისა და ალგეთის უკიდურესი ქვემო წელის ველს (იხ. აგრეთვე სტ. გარდმანი).

დ. მუსხელიშვილი