გარდაბნის მებოსტნეობის საცდელი სადგური

გარდაბნის მებოსტნეობის საცდელი სადგური ი. ლომოურის სახელობისა, საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა, ექსპერ. დაწესებულება. დაარსდა 1892 ყარაიაში (ახლანდ. გარდაბანი) „ბამბის პლანტაციის“ სახელწოდებით; შემდეგ ეწოდა ყარაიის საცდელი მინდორი. 1938 მის ბაზაზე ჩამოყალიბდა მემინდვრეობის რესპ. საცდელი სადგური, რ-იც 1945 რეორგანიზებულ იქნა საქართვ. მემინდვრეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტად. 1956 ამ ინ-ტის ბაზაზე შეიქმნა საქართვ. მიწათმოქმედების სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, რ-იც გარდაბნიდან სოფ. წეროვანში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) გადაიტანეს. გარდაბნის მუნიციპ-ში დარჩენილი ექსპერ. ბაზა კი 1965-იდან გ. მ. ს. ს-ად გადაკეთდა. სადგურში მუშაობდნენ ბოსტნის კულტურების აგროტექ. საკითხებზე, გამოჰყავდათ მაღალმოსავლიანი ჯიშები; ჰქონდათ სელექცია-მეთესლეობისა და აგრო-ტექ. განყ-ბა, აგროქიმ. ლაბორატორია. გ. მ. ს. ს-ს 158 ჰა ფართობი უკავია.

ა. აფხაზავა