გარსევანიშვილი ნიკოლოზ გაბრიელის (ბორისის) ძე [(1809 ქ. ნიკოლაევი (უკრაინა), – 4. VII. 1871, ქ. დნეპროპეტროვსკი, (უკრაინა)], რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1855), სამხ. ისტორიკოსი და პუბლიცისტი.
ყირიმის (1853–56) ომის მონაწილე. სევასტოპოლის დაცვის გმირი. ყირიმის არმიის შტაბის უფროსი (1854-იდან). გენერალ-კვარტირმაისტერი (1854-იდან). მე-14 ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაური (1855–57). 1860-იდან თადარიგში გავიდა.
ნოვოროსიისკის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი (1860–66).
ლ. დოლიძე