გარეული ღორი

გარეული ღორი, ტახი, ეშვი (Sus scrofa), არამცოხნელი ძუძუმწოვარი წყვილჩლიქოსანი ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა.

გავრცელებულია ჩრდ. აფრიკაში, ევროპასა და აზიაში, კავკასიაში. ცნობილია 5 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლური გარეული ღორი (Sus scrofa attila). ტახის სხეულის სიგრძე 2 მ, სიმაღლე მინდაოში 130 სმ, მასა 50–300 კგ-ს აღწევს. ქუბი უფრო პატარაა, მურა-ჟანგისფერი. სხეული დაფარული აქვს უხეში ჯაგრით, რ-ის ქვეშ რბილი და თბილი თივთიკია.

ბინადრობს როგორც ჭალის, ისე მთის ტყეებში ზ. დ. 2500 მ-მდე. იკვებება შერეული საკვებით, უფრო ხემცენარეთა ნაყოფითა და ბალახით. ბინადრობს კოლტებად. სქესობრივად 15 თვისა მწიფდება. ზრდას 4 წლისა ამთავრებს. ცოცხლობს 18 წლამდე. ხურაობს ნოემბ.-დეკ-ში. მაკეობის ხანგრძლივობა 125 დღ-ღ აღწევს. ყრის 2 – 7, ზოლებიან გოჭს. შინაური ღორის წინაპარია, მას ეჯვარება და იძლევა ნაყოფიერ თაობას. ძვირფასი სანადირო ობიექტია.

ამჟამად მისი რაოდენობა საქართველოში 2000 სულს არ აღემატება.

ა. არაბული