გარინი ბორის ივანეს ძე

გარინი ბორის ივანეს ძე ( 3. X. 1921, სოხუმი – 2. V. 1984, კიევი), საბჭოთა კავშირის გმირი (4. II. 1944), ცხოვრობდა და საშ. განათლება მიიღო სოხუმში. სწავლობდა იქვე აეროკლუბში. 1958 დაამთავრა სამხ.-საჰაერო ძალების აკადემია. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა სხვადასხვა ფრონტზე. ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის (ურთულეს პირობებში საბრძოლო თვითმფრინავის გადარჩენა და მიწაზე დაშვება), სარდლობის დავალებების სანიმუშო შესრულებისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 3 წითელი დროშის, ალექსანდრე ნეველის, სამამულო ომის I ხარისხის, წითელი ვარსკვლავის ორდენებით და მედლებით.

ტ. ჩინჩილაკაშვილი