არღუთინსკი მოსე ზაქარიას ძე

არღუთინსკი მოსე ზაქარიას ძე, დ ო ლ გ ლ ო რ უ კ ი (1798, თბილისი – 24. II 1855, იქვე), რუსეთის იმპერის არმიის გენერალ-ლეიტენენტი (1845), კავკასიის ომების ცნობილი მხედარმთავარი.

დაამთავრა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი. 1817-იდან სამხ. სამსახურში იყო 1827-იდან მსახურობდა ქართვ. გრენადერთი პოლკში, მონაწილეობდა რუს-ოსმ. (1826–28, 1828–29) ომებში – XIX ს.30-იანი წლების დამდეგს ჩაება კავკასიის ომებში და მთელი 23 წელი განუწვეტელ ლაშქრობებში გაატარა. პირველი ბრძოლა მოუხდა ჭარ-ბელაქანში, სადაც ქართვ. გრენადერთა პოლკმა მისი ხელმძღვანელობით აიღო ზაქათალისა და ბელაქნის ციხეები.

1832-იდან მეთაურობდა თბ., გრენადერთა პოლკს. 1839-იდან იყო ახალციხის მაზრის სამხ. უფროსი და ქართულ სახაზო ბატალიონების ბრიგადის მეთაური. 1841 ჩაახშო გურიის აჯანყება. 1843 მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება. 1844-იდან იყო სამხრ. დაღესტნის, დერბენდის, ყუბის მაზრების სარდალი, 1847-იდან – დერბენდის სამხ. გუბერნატორი და კასპიისპირეთის ჯარების სარდალი, 1848-იდან – იმპერატორის გენერალ-ადიუტანტი. დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ალექსანდრე ნეველის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხისა ორდენებითა და ოქროს ხმლით მამაცობისათვის. დაკრძალულია სანაინის მონასტერში (სომხეთი).

ლიტ.: Военная Энциклопедия, т. 3, СПБ., 1911.

მ. გოგიტიძე