არღუთინსკი დავით ლუარსაბის ძე, დ ო ლ გ ო რ უ კ ი (1. V . 1843, თბილისი, – 1902, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1882).
დაამთავრა ნიკოლოზის კავალერიის სასწავლებელი. 1857-იდან სამხ. სამსახურში იყო. მონაწილეობდა პოლ. აჯანყების (1863-64). ჩახშობაში, რუს-ოსმ. (1877–78) ომში. 1878–82 კავკასიის არმიის ქვეითი სათადარიგო ჯარების უფროსი 1895-იდან მეთაურობდა ლაიბგვარდიის კექსგოლმის პოლკს. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის, ირანის მზისა და ლომის სხვადასხვა ხარისხის, ასევე ავსტრიის რკინის გვირგვინის I ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია თბილისში, ხოჯევანქის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში.
ლ. დოლიძე