დოგმატიკა, ქრისტიანული სასულიერო მწერლობის დარგი, მოძღვრება საღვთისმეტყველო დოგმების შესახებ.
მასში გადმოცემულია ქრისტიანობის ფილოს.-თეოლ. არსი. დ. წარმოიშვა წარმართობის, იუდაიზმისა და მწვალებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ქრისტ. სარწმუნოების დაცვისა და განმტკიცებისათვის. დ. ქართ. სას. მწერლობის მნიშვნელოვანი დარგია. დოგმატიკური თხზულებების ქართულად თარგმნა დაიწყო ადრინდ. შუა საუკუნეებში.
X–XII სს-ში დოგმატიკური მწერლობა თავიანთი შემოქმედებით გაამდიდრეს ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელებმა, თეოფილე ხუცესმონაზონმა, ეფრემ მცირემ. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის არსენ იყალთოელს. მან თარგმნა ბიზანტ. დ-ის საუკეთესო ნიმუშები და შეადგინა ორიგინ. კრებ. „დოგმატიკონი", რ-მაც დიდი გავლენა იქონია შემდგომი ხანის ქართ. მწერლობაზე.
XVII–XVIII სს-ში საქართველოში იწერებოდა „კატეხიზმოს" ტიპის სახელმძღვანელოები, მნიშვნელოვანია ს.-ს. ორბელიანის „საქრისტიანო მოძღვრება" („სამოთხის კარი").
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
ი. ლოლაშვილი