გარჯილა

გარჯილა, მთა ჭიათურისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, რაჭის ქედზე, შაორის წყალსაცავის სამხრ.-აღმ-ით. სიმაღლე 1829 მ. აგებულია ცარცული ასაკის გადოლომიტებული კირქვით. კალთები ციცაბოა, შემოსილია წიფლისა და სოჭის მეჩხერი ტყით. მწვერვალზე მეორეული სუბალპ. ბალახეულობაა.

ს. ნემანიშვილი