გასტროენტეროლოგთა საზოგადოება

გასტროენტეროლოგთა საზოგადოება რესპუბლიკური სამეცნიერო, დაარსდა 1973 კ. ვირსალაძის თაოსნობით. 1975–2004 საზ-ბის თავ-რე ბ. რაჭველიშვილი იყო. 2004–10 – თ. კოდუა, 2010-იდან – საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა საზ-ბის პრეზიდენტია – მ. ჯებაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი – გ. ბარბაქაძე. საბჭოს წევრები: გ. ბერაძე, ნ. კაკაურიძე, გ. გვალია, თ. თელია, გ. კვიტაიშვილი, მ. კვარცხავა, მ. კანკია, ი. ხმალაძე. ორგანიზაცია ბოლო 20 წელია არის ევროპის გასტროენტეროლოგთა კავშირის (UEG) წევრი.

საზ-ბა სისტემატურად აწყობს კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, ტრენინგებს, ასევე გამოჩენილ ქართველ ექიმთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საგანგებო სხდომებს. საზ-ბის წევრები მონაწილეობენ სამეცნ. კვლევებში, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების და მეთოდური რეკომენდაციების შექმნაში (გ. ბერაძე, მ. შეროზია – კლინიკური გასტროენტეროლოგიის სახელმძღვანელო, თ. კოდუას მონოგრაფიები და სხვ.), ასევე საერთაშ. კონგრესებსა და კონფერენციებზე ხდება სამეცნ. კვლევების შედეგების პრეზენტაცია.

მ. ჯებაშვილი